18:19 - 16 Apr, 2026
|
2018-01-15 18:03:08, 798 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 79 169 ლარს გამოუყოფს
აჭარის მთავრობის 2018 წლის სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა დროს ხანძრის შედეგად ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ 8 ოჯახს საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობის მიზნით 79 169 ლარი გამოეყოფა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, დოკუმენტი დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება. სარეზერვო ფონდიდან, 59 169 ლარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს. თანხა, ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენას მოხმარდება, ხოლო 20 000 ლარი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაერიცხება, აქ თანხას ხანძრის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი მიიღებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)