14:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 14:41:26, 852 ნახვა

რეგიონი
„ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფინანსური კომპენსაცია გადაეცემათ

სასტუმრო "ლეოგრანდის" ადვოკატის კახა წერეთელის განცხადებით, ხანძრის დროს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს ფინანსური კომპენსაცია გადაეცემათ.

როგორც ადვოკატმა "იმედის" ეთერში განაცხადა,  ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ათივე ოჯახთან დასრულებულია.

"გაფორმებულია შესაბამისად შეთანხმებებიც. რა თქმა უნდა კონკრეტული დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ. ეს ოჯახების გადასაწყვეტია. თუმცა საუბარია, როგორც ერთჯერად კომპენსაციებზე ასევე ბავშვების მიმართ, გარდაცვლილთა შვილების მიმართ სრულწლოვნობის მიღწევამდე მატერიალურ დახმარებაზე. კვლავ მიმდინარეობს ექსპერტიზა, ვინაიდან შენობას ჯერ კიდევ იცავენ სამართალდამცველები. რაც შეეხება იმას, თუ როდის დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი", - განაცხადა ადვოკატმა.

"ქრონიკის" ინფორმაციით, დაღუპულების ნათესავები შიდა საუბრებში ამბობენ, რომ კომპენსაცია 50 ათას დოლარს შეადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics