|
2017-12-29 18:28:57, 1001 ნახვა
რეგიონი
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი განაახლა
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი განაახლა. ცენრტში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე ლელა სურმანიძე იმყოფებოდნენ. ისინი პერსონალს შეხვდნენ და ახალი ავტომობილების შეძენა მიულოცეს. ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების კუთხით ქალაქი მზად არის სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას. დღეს შეგვემატა თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი 6 ახალი ავტომანქანა. ეს ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია“, - განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. ცენტრმა ავტოპარკი 6 ერთეული ფიატის მარკის ავტომობილით განაახლა. ავტომობილების ღირებულება 518 ათას ლარს შეადგენს. ახალი ტრანსპორტი აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით. აღნიშნული ავტომობილებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბალანსზე რიცხული ძველი ავტომობილები ჩანაცვლდა. აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის განახლება შარშანაც განხორციელდა. ცენტრმა მაშინ 4 ერთეული ფოლკსვაგენის მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს. ზამთრის სეზონზე დამატებით 2 ბრიგადა მუშაობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)