|
2017-12-28 17:34:42, 859 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში საახალწლო კონცერტი გაიმართება
ბათუმის ბულვარში, 29 დეკემბერს 18:00 საათზე, საახალწლო ღონისძიება გაიმართება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები შესრულდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე, ირაკლი გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტო კუთხეები. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ. თოვლის ბაბუა ამ საოცარ ზღაპრულ გარემოში მარხილით შემობრძანდება და პატარებს საახალწლო ტკბილეულს გადასცემს საჩუქრად. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარი წელს, პირველად ხვდება საზეიმოდ მორთული და თანამედროვე სტილის ნაძვის ხით ახალ წელს. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით, უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და „ბამბუკების ხეივანი" და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული თაღი, ასევე სამგანზომილებიანი პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)