20:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 13:00:05, 556 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატისთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  საქართველოში უნგრეთის  საგანგებო და სრულუფლებიან  ელჩს, ვიქტორია  ჰორვატს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე საქართველოში უნგრეთის საელჩოს ატაშე ეკონომიკურ საკითხებში  გეზა როლი ესწრებოდა  .

ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უნგრეთს შორის უკვე არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ- ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოითქვა.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა უნგრეთის წვლილს აღნიშნულ პროცესებში და მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისათვის უნგრეთში სასწავლებლად ყოველწლიურად  80 სტიპენდიას გამოყოფს. წლებია ინტენსიურად თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იშტვან ზეჩენის უნივერსიტეტი. 2017 ზაფხულში უნგრეთის ქალაქ ვასვარის გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში აჭარის შემოქმედებითმა ჯგუფმა „ექსპერიმენტული თეატრი ყველგან" მთავარი პრიზი მიიღო.

აღინიშნა, რომ 2017 წლის დეკემბერში საქართველოში გაიმართება უნგრეთის კულტურის დღეები.

ვიქტორია ჰორვატი  საქართველოში უნგრეთის ელჩის პოზიციაზე 2017 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics