15:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 10:32:36, 340 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის გაფორმებას შსს-ს აკადემიისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები დაესწრნენ.

შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის განათლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ითვალისწინებს მხარეთა მიერ სასწავლო პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე ურთიერთდახმარებას სასწავლო პროექტების ფარგლებში. შსს-ს აკადემია, არსებული კანონმდებლობისა და აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, გაითვალისწინებს სააგენტოს ინტერესებსა და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს: სტუდენტთა და მსმენელთა პროფესიულ ზრდას და სააგენტოს საქმიანობაში მაღალი აკადემიური სტანდარტების უზრუნველყოფას; ერთობლივი სამეცნიერო და კვლევით პროექტების და პროგრამების, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების განხორციელებას საზოგადოების რელიგიური განწყობის შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics