20:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 10:44:19, 680 ნახვა

რეგიონი
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა გუშინ ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით შექმნილმა საგანგებო შტაბმა თათბირი გამართა და დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.

შტაბის წევრებმა, ადგილზე არსებული ვითარების შეფასების შედეგად, დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა დასახეს.

შსს-ს ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, უშუალოდ ცეცხლის კერებთან, ინტენსიურად მუშაობდა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა გზა, რომლის მეშვეობითაც მოხდა მიუვალ ადგილებში, ცეცხლის კერებამდე ავტოტექნიკის შეყვანა. ცოცხალ ძალასთან და მძიმე ტექნიკასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა 3 საჰაერო ტექნიკა. ვერტმფრენებმა დღეს 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს.

„ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. მკვეთრად შემცირებულია დაკვამლიანების დონეც“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics