15:39 - 13 Apr, 2026
|
2017-08-16 14:21:39, 2694 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
ბათუმში გაზგასამართ საწყობში აფეთქება მოხდა - ადგილზე 60 მაშველია მობილიზებული
ბათუმში გაზგასამართ საწყობში აფეთქება მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აფეთქების შედეგად 4 სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, 2 მათგანს კი, ცეცხლი გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ცალკეული კერების ქრობა მიმდინარეობს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. "გაზგასამართ საწყობში აფეთქება მოხდა, სადაც ცისტერნები იყო განთავსებული. მაშველები დროულად მივიდნენ ადგილზე. ამ წუთებში ხანძრის ლიკვიდირებაზე მუშაობენ. ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი, საჭირო ტექნიკით არის მობილიზებული", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)