|
2017-06-27 11:51:00, 640 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სერჟანტთა კორპუსის დღე აღნიშნეს
საქართველოს შეიარაღებული ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. სერჟანტთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ, მისმა მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ და ბატალიონის უფროსმა სერჟანტმა მალხაზ კოპალიანმა „დაკისრებული მოვალეობის სისტემატურად მაღალხარისხიანად შესრულებისათვის" სერჟანტებს საპატიო სიგელები გადასცეს, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)