23:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 15:04:44, 568 ნახვა

რეგიონი
აჭარაში გერმანელი ჟურნალისტები მედიატურით იმყოფებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში გერმანელი ჟურნალისტები იმყოფებიან.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანეტის ინფორმაციით, ბეჭდური, ონლაინ და რადიო გამოცემების წარმომადგენლები აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტებმა უკვე მოინახულეს მტირალას ეროვნული პარკი, მთიანი აჭარა და რეგიონის საზღვაო ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე გაეცნენ აჭარის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.

ცნობისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიიდან პრესტურს პირველად მასპინძლობს.

 გერმანიაში აჭარის რეკლამირება წელს პირველად დაიწყო, რაც ბერლინში, დორტმუნდსა და მიუნხენში გარე რეკლამას და მთელ გერმანიაში აქტიურ ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს.

დეპარტამენტი მიმდინარე წელს გერმანიაში ორ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაშიც მონაწილეობდა, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტები წარადგინა. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე 16 სამიზნე ქვეყნიდან ჯამში 32 პრეს და ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს.

აღნიშნულ ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიები მეორე თვეა დაწყებულია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics