23:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 14:40:32, 681 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება პაციენტებს სთავაზობს ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, თერაპევტის, ნევროლოგის, ფსიქონევროლოგისა და ალერგოლოგ-იმუნოლოგის კონსულტაციას, ასევე ლაბორატორიულ კვლევებს. აქციაზე მისულ პაციენტთა ნაწილს საჩუქრად გადაეცემა გლუკომეტრები.

ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში მიმდინარე აქციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე - ლელა სურმანიძე დაესწრნენ.

ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრი, 26 მაისის ქ. N27-ში მდებარეობს. კლინიკაში ფუნქციონირებს „სიმსუქნის სკოლა“, რაც წონაში უსაფრთხო კლებას გულისხმობს, ასევე ტარდება ულტრასონოგრაფიული კვლევები: ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია; სარძევე ჯირკვლის ულტრასონოგრაფია; მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია; თირკმლების ულტრასონოგრაფია; ექოსკოპიური კონტროლით ბიოფსია; სპირომეტრია.

ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია 2017 წლის 27 მაისსაც ჩატარდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics