|
2015-04-09 11:38:56, 514 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: 9 აპრილის მსგავსი ერთიანობა მენატრება
„მენატრება ისეთი ერთიანობა, როცა შეიძლებოდა ადამიანები საქართველოს ერთიანობის იდეის გარშემო ყოფილიყვნენ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა, სადაც მან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისივე თქმით, ქართველი ერი ქვეყნის ერთიანობისთვის მშვიდობიანად იბრძოლებს. „საქართველოსთვის 9 აპრილი დარჩა დღედ, როდესაც მთელი ერი ერთმუშტად შეკრული იდგა ერთი იდეის გარშემო. მე ნამდვილად მენატრება ასეთი ერთიანობა, როცა მართლაც შეიძლებოდა, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ მთლიანად სოლიდარული, საქართველოს დამოუკიდებლობის და ერთიანობის იდეის გარშემო. ჩვენ ალბათ კიდევ მოგვიწევს გაერთიანება, იმისათვის, რომ ჩვენი ერი გავამთლიანოთ, ადამიანების გულები გავაერთიანოთ, ჩვენი ძმების აფხაზების და ოსების გულები, ჩვენს მთლიან საქართველოსთან ერთად და ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად, თავდაუზოგავი შრომით, ერთიანობითა და სიყვარულით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)