|
2015-04-07 16:35:37, 350 ნახვა
საზოგადოება
„კავკასუს ონლაინს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის გამო სანქცია დაეკისრა
შპს „კავკასუს ონლაინს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის გამო სანქცია–წერლობითი გაფრთხილება დაეკისრა. როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი, კომპანიას აბონენტთან მომსახურების მიწოდების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული. ამასთან, აბობნენტს არასათანადო ხარისხის მომსახურებას უწევდა. კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად „კავკასუს ონლაინში“ კიდევ ერთი დარღვევა გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებისას სამაუწყებლო არხს ზრდასრულთათვის (+18) არასათანადო კოდირებით აწვდიდა მომხმარებელს. კომპანიას გონივრულ ვადაში არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე პროდუქციის კოდირების გარეშე მიწოდების შეზღუდვა და აბონენტისათვის მომსახურების შეფერხებით მიწოდების დღეებზე კომპენსაციით უზრუნველყოფა დაევალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)