12:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 10:01:37, 344 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე რუმინელ კოლეგას მირჩეა დუშას ხვდება

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა ეწვია.

რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.

თავდაცვის სამინისტროში მინდია ჯანელიძესა და ნირჩეა დუშას შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

მოგვიანებით, მინდია ჯანელიძე და მირჩეა დუშა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პიერვლეი მოადგილე გოჩა რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სპეცოპერაციების ძალების მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე, საჰაერო ძალების სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

დღესვე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.  

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics