11:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:36:44, 1933 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა ბათუმის ინციდენტზე: გამოძიებამდე რაიმე სახის დასკვნების გაკეთება არასწორი იქნება

„გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მანამდე ჩვენ მიერ რაიმე სახის დასკვნების გაკეთება არასწორი იქნება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის  სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები იმის დასტურია, რომ მათ აქვთ სურვილი, ნებისმიერი სახის კონფლიქტი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

„გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, ეს არის მთავარი. მანამდე ჩვენს მიერ რაიმე სახის დასკვნების  გაკეთება ვინ იდგა ამის უკან, იქნება არასწორი. მეორე მხრივ, პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ეჭვი, ეს ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები და ის კონფლიქტი, რომელიც იქ შეიქმნა, იქნა გამოყენებული და ამის დასტურია, „ნაციონლური მოძრაობის“ წევრების განცხადებები შემდგომ დღეებში. ეს იმის დასტურია, რომ მათ აქვთ სურვილი, ნებისმიერი სახის კონფლიქტი გამოიყენონ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. თავის პოლიტიკურ მიზნებს აყენებენ უფრო წინ, ვიდრე ქვეყნის, ან რომელიმე რეგიონის სიმშვიდეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა“,-განაცხადა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics