20:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 10:33:19, 2483 ნახვა

სამართალი სამხედრო
სამხედრო პოლიციამ შპს „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი და არქიტექტორ-დიზაინერი დააკავა

მიმდინარე წლის 12 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ ,,დელტა“-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე. დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

„2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება.

მათ წინააღმდეგ სამხედრო პოლიციაში საქმე სსკ-ის 182 - ე მუხლის II ნაწილის „დ“ და III ნაწილის “ბ” პუნქტებით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics