15:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 19:38:30, 923 ნახვა

სამხედრო
ნატოს სამხედრო კომიტეტი JTEC-ს ეწვია

ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით გაგრძელდა. JTEC-ში ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციას, გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. 

ვიზიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე, სამხედრო კომიტეტის სახელით, გენერალმა პეტრ პაველმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ნატოს-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტების ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა ალიანსის სამხედრო კომიტეტს ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ქართული მხრიდან JTEC-ში სტუმრებს ასევე, დახვდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

JTEC-ში ვიზიტის ბოლოს, ნატოს დელეგაცია ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა მოტორიზებული პატრული განახორციელა. სცენარის მიხედვით, საფრთხის აღმოჩენის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებმა ტერიტორიის ქვეითად ინსპექტირების გადაწყვეტილება მიიღო. მოულოდნელ ჩასაფრებაში მოყოლილმა დანაყოფმა პირდაპირ ცეცხლზე რეაგირება განახორციელა. საფრთხის განეიტრალების შემდეგ, კი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საჰაერო ევაკუაცია მოხდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics