00:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 14:55:34, 339 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან შეხვედრისას ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობაზე გაამახვილა. მან აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მინდია ჯანელიძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს. მხარეებმა 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების სტატუსი განიხილეს.

საუბრის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics