14:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 15:31:21, 2556 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამომძიებლები დაწყევლა.

როგორც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა მათ კითხვებს კვლავ თავი აარიდა.

„იმის ნაცლად, რომ ჩვენი კრიტიკული შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა, მან წყევლა შემოგვითვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხი არ აქვს“, - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics