14:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 15:39:45, 2645 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი - მისი პროგნოზირება უმადური საქმეა

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნლისტებს განუცხადა, კურსის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ეკონომიკა, საგარეო სექტორი და ტურიზმიდან შემოსული თანხებია.  

„მოგეხსენებათ, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შეუძლებელია გაცვლითი კურსის პროგნოზირება. ეროვნული ბანკი არ აკეთებს გაცვლითი კურის პროგნოზირებას. ყველაზე კარგი მაჩვენებელი ამ შემთხვევაში იმისა, თუ როგორი იქნება მოძრაობა მცურავი გაცვლითი კურსის, არის ის, თუ რა მიმდინარეობებია, რა ხდება ეკონომიკაში, რა ხდება საგარეო სექტორში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მინისტრის განმარტებით, მცურავ გაცვლით კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, დადებითად მოქმედებს ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდა.

„ლარის კურსთან დაკავშირებით მრავალჯერ მითქვამს და ახლაც იგივე კომენტარი მექნება. პროგნოზირება არის უმადური საქმე. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავ გაცვლით კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, დადებითად მოქმედებს ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics