14:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 12:59:26, 2422 ნახვა

სამართალი კომენტარი
დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს

საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას დღეს არ აპირებს.

ამის შესახებ დეკანოზმა ე.წ. მატროსოვის ციხეში, მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის.

„პირველ რიგში ის ითხოვს წმინდა ზიარების მიღებას, რაც მას აკრძალული აქვს და იმედი მაქვს, რომ მოგვცემენ უფლებას, მამა გიორგის ზიარების. ის თავს თვლის უდანაშაულოდ და ითხოვს ჩვენგან თანადგომას. ჩვენების მიცემას ამ ეტაპზე არ აპირებს. ის ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას. მას უნდა ოჯახის უსაფრთხოებაში დარწმუნდეს და შემდგომში ალბათ მისცემს ჩვენებას“, - განაცხადა  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics