00:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 13:11:47, 339 ნახვა

პოლიტიკა
IRI-მ პოლიტიკოსთა პერსონალური რეიტინგები გამოაქვეყნა

საერთაშორიოს რესპუბლიკური ინსტიტუტი,  IRI  პერსონალურ რეიტინგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად,  მოწონების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიდერობს.

ის  გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, 5%  ამბობს, რომ მის შესახებ არაფერი  სმენია,  9%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს. მოწონების რეიტინგში მეორე ადგილზე საქართველოს პრეზიდნეტია. მასაც ხმათა 62% აქვს, თუმცა გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 30%-ს არ მოსწონს, 1%-ს მის შესახებ არ სმენია, 7%-ს კი პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 57%-ს  "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მოსწონს.  34%-ს არ მოსწონს, პარლამენტის თავმჯდომარე ასევე 57%-ს მოსწონს, თუმცა ის,  36%-ს არ მოსწონს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გამოკითხულთა  56%-ს მოსწონს, 39%-ს არ მოსწონს.

სხვა მინისტრების  მოწონების რეიტინგები შემდეგნაირია: თეა წულუკიანი 51%-ს მოსწონს, 41%-ს არ მოსწონს, კახა კალაძე 48% მოსწონს, 44%-ს არ მოსწონს. დავით ბაქრაძე 47%-ს მოსწონს, 45%-ს არ მოსწონს. დავით ნარმანია 40% მოსწონს, 46%-ს არ მოსწონს.

პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი არმოწონების მაჩვენებლი ნინო ბურჯანაძეს აქვს. ის გამოკითხულთა 70%-ს არ მოსწონს, ხოლო 24%-ს მოსწონს, ალექსი პეტრიაშვილი  21%-ს – მოსწონს, 48%-ს – არა, ირმა ინაშვილი 28%-ს მოსწონს, 40%-ს არ მოსწონს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics