14:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 14:42:52, 2686 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძეს სურს, პატრიარქს ინფორმაცია მიაწოდოს

„მამა გიორგი მამალაძეს  სურს, რომ პატრიარქს ინფორმაცია მიაწოდოს“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის  თქმით, საინტერესოა, საიდან აღმოჩნდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინაში იარაღი. მანვე დასძინა, რომ ამის შესახებ დეტალურად თავად გიორგი მამალაძე ისაუბრებს.

"მამა გიორგის ბრალი წაყენებული აქვს 236-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართალდამცავებმა მოახერხეს რომ მამა გიორგის სახლში იარაღი აღმოეჩინათ. ამ დეტალების შესახებ თავად მამა გიორგი ისაუბრებს", - განაცხადა რამიშვილმა.

დაცვის მხარე საპატრიარქოდან ადეკვატურ ნაბიჯებს ელოდება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში გადაიყვანენ.

"ჩვენ დიდი იმედი ვართ განწყობილი, რომ საპატრიარქოდან ადეკვატური ნაბიჯები იქნება განხორციელებული. რადგანაც რომ გავითვალისწინოთ, ის ბრალდებულია და არა მსჯავრდებული. მას სურვილი აქვს რომ პირველ რიგში დეტალურად ინფორმაცია მიაწოდოს პატრიარქს", - აღნიშნა რამიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics