20:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 15:57:50, 373 ნახვა

პოლიტიკა
ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს ახიმ შტაინერს შეხვდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ნაირობიში, გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრის ფარგლებში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს ახიმ შტაინერს შეხვდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს მეორე გენერალური ასამბლეის (UNEA-2) მოსამზადებელი საკითხების გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა განხილეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა UNEP-ის ხელშეწყობა საქართველოსთვის ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (TEEB) კვლევის გაგრძელებაში, მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარება და მდინარეების წყლის მინიმალური ეკოლოგიური ხარჯის გათვლის მეთოდოლოგია.

ასევე, მხარეებმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესების და საქართველოში გარემოსდაცვითი პროგრამების დახვეწის მიზნით UNEP-ის ექსპერტების ჩართულობის საკითხზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics