20:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 14:53:07, 411 ნახვა

პოლიტიკა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი  მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ტრანსპორტით უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე  შესაბამისი განკარგულება მიიღო.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებს. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან გავა. კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მოემსახურება. საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავა მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება. ველის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებს. ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები გავა მეტროსადგურ „ვარკეთილიდან და ასევე მისამართიდან: მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალი.

გარდა ამისა, აღდგომის ღამეს მეტროპოლიტენის მუშაობა 11 აპრილის 24:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება.  დროის ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურება  უფასო იქნება.

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე სასფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდა და ხელახლა დაიგო. მისივე თქმით,  წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისგან გაიწმინდა სასაფლაოები და მიმდებარე ტერიტორიები.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით,   შპს „ჰერმესის“ საკუთრებაში არსებული 41 მუნიციპალური სასაფლაოდან  უკვე გაწმენდილია 30 სასაფლაო და მიმდებარე ფერდობები, დანარჩენი 11  ერთი კვირის განმავლობაში დასუფთავდება.

დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება, თბილისის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფს" 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე დაავალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics