2015-03-31 19:10:40, 693 ნახვა
სამართალი
Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი გიორგი გოგია ბაქოში დააკავეს
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გოგია ბაქოში ერთ დღე-ღამეზე მეტია დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გოგია ბაქოში 30 მარტს 01:30 საათზე თბილისიდან ჩავიდა.
უფლებადამცველი ინტიგამ ალიევის და რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებდა. გოგიას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პასპორტი წაართვეს და არ უბრუნებენ.
"ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან