22:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 17:53:30, 2042 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების საპარლამენტო უმცირესობისთვის მინიჭებაზე, შეთანხმებას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციონალისტების  ინიციატივა, რომლის თანახმადაც, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება, საპარლამენტო უმცირესობას უნდა გააჩნდეს,  საკმაოდ პოზიტიურია და არ გამორიცხავს, ამ საკითხზე ოპტიმალური შეთანხმება  მოხდეს.

მისივე თქმით,  აღნიშნული საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ:

 „ეს სამსჯელო საკითხია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ოპტიმალური შეთანხმება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან გუნდში ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის ინიციატივით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება საპარლამენტო უმცირესობას უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ამ კომისიის შექმნის უფლებამოსილება ამჟამად მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას გააჩნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics