18:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 12:04:39, 1865 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელიას თქმით, მმართველი გუნდის წინადადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესლიას განცხადებით, მმართველი გუნდის წინადადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.

"იქნება სამი გასაღები, ერთი სუსის დაქვემდებარებულ სიპში, მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, მესამე კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, რომელიც მხოლოდ კონტრადაზვერვის შემთხვევაში ჩაერთვება. დამოუკიდებელი სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ მინისტრი, ხოლო მასზე კონტროლს 5 უწყება განახორციელებს,"- განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ არასამთავრობოების შემოთავაზება დამოუკიდებელი საააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებს შეიცავდა. პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონი მარტის ბოლომდე უნდა შეცვალოს, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა. 

ცნობისთვის, მართველი გუნდი მოსმენების კანონპროექტთან  დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს მიმდინარე კვირის სესიაზე წარადგენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics