11:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:45:36, 335 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გადაუდებელი განხორციელება აუცილებელია

„ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გადაუდებელი და ეფექტიანი განხორციელება“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
მისივე თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხორციელების კუთხით დროული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. 
„აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გადაუდებელი და ეფექტიანი განხორციელება. კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამით საზოგადოებას შევპირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნას საშინაო საქმეთა სამინისტროდ - სამოქალაქო სამსახურად, მისგან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფას და მათი საქმიანობის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აქაც იგივეს ვიტყვი - საჭირო იყო ამ ნაბიჯების დროულად გადადგმა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროცესი აღარ გაჭიანურდება და გამჭვირვალეობის, საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში წარიმართება“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics