2017-01-31 18:50:03, 1672 ნახვა
სამხედრო
გია ცერცვაძემ უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა
ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ, უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, განცხადება შესაბამის უწყებაში მისმა ადვოკატმა, ქსენია ორკონიოვამ, შეიტანა და დევნილის სტატუსით პოლიტიკური თავშესაფარის მიცემას ითხოვს.
ვიცე-პოლკოვნიკის თქმით, განაცხადის განხილვის ვადა 25 თებერვალს იწურება და უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა მას დევნილის სტატუსს.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, გია ცერცვაძის უსაფრთხოებისთვის ყველაზე ოპტიმალური უკრაინაში ყოფნაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან