17:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-29 16:26:32, 771 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქალაქის გარეუბნებში გზების მდგომარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში დიდთოვლობის შედეგების და გზებზე არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით ე.წ. "ჭაობის" დასახლებას ესტუმრა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ პირადად დაათვალიერა გარეუბნებში გზების მდგომარეობა და მოსახლეობას შეხვდა.

მისი თქმით, დიდთოვლობის მიუხედავად საავტომობილო გადაადგილება არ შეჩერებულა, ყველა მთავარი გზა გაწმენდილია.

"ყველა მთავარი ქუჩა და მაგისტრალი გაწმენდილია. სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. პირადად გავეცანი მდგომარეობას ქალაქის არა მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, არამედ გარეუბნებშიც. ტექნიკა ვერ შევიდა მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც მერიის პროგრამით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე პროცესშია. ბათუმის მერიის და მთავრობის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია და სამუშაოები გრძელდება. მაქსიმალურად ვცდილობთ დიდთოვლობის გამო შემქნილი შეფერხებები დროულად აღმოიფხვრას" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics