21:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 15:44:49, 355 ნახვა

საზოგადოება
კორძაია: მოუთმენლად ველი, როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ ჯანყარაშვილი და უდესიანი

"მოუთმენლად ველი, როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ. ვგულისხმობ ჯანყარაშვილს და უდესიანს“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კორძაია ზვიად ჯანყარაშვილისა და გია უდესიანის ადვოკატების განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ კორძაია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, სასამართლოში უჩივლებენ.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ უდესიანი და ჯანყარაშვილი მის წინააღმდეგ გაერთიანდებოდნენ.
„მაქვს ერთდერთი პასუხი ჯანყარაშვილის, უდესიანის და მათი ადვოკატებისთვის. მე ველოდი, რომ ისინი შეთანხმდებოდნენ, ცალ–ცალკე ჩემზე დასარტყმელად. ერთადერთი რჩევა მაქვს. მათ, ორივეს ძალიან უყვართ ფული, დაზოგონ ფინანსები და საერთო ადვოკატები აიყვანონ. მოუთმენლად ველი, როდის შეიტანენ ჩემს წინააღმდეგ სარჩელს ერთიც და მეორეც“, – განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, ირაკლი კორძაიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ზვიად ჯანყარაშვილსა და გია უდესიანს საერთო ბიზნეს ინტერესები აქვთ და ეს ფაქტი ბესო ხარძიანის მკვლელობას უკავშირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics