2016-12-29 13:49:13, 1753 ნახვა
კომენტარი
„მამალთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს“ - რას ელოდება განათლების მინისტრი მამლის წლისგან
„მამლის წლისგან ველოდები განათლების წელს. მამალთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. პოზიტიურია, მგონი, მამლის იმიჯი“,- ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტის კითხვას-რას ელოდება მამლის წლისგან.
„ადრე ამდგარი, მხნე, სხვების გამამხნევებელი. განათლებაშიც გამოგვადგებოდა ეგ ამბავი. მეტი მონდომებით შრომა. მე დილის პიროვნება ვარ, 6 საათზე ვიწყებ დღეს და მგონია, რომ შეიძლება, ამ მიზეზით მომავალი წელი ჩემთვისაც ხელსაყრელი და სასიკეთო იყოს“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან