20:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 14:47:54, 2083 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი გვენეტაძეს: აგვიხსენით, როგორ დაასტაბილურებთ ლარს, ან გეყოთ ვაჟკაცობა და თქვით, რომ დოლარი 3 ლარი გახდება

მე ყურადღებით ვუსმენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამოსვლებს და ვხედავ რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებით, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ირმა ინაშვილმან ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, სებ-ის პრეზიდენტი ლარის კურსის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხებს არ სვამს.

„თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ბატონო ეროვნული ბანკის პრეზიდენტო. დღეს თქვენ ვერ გვიყვებით და ვერ უხსნით მოქალაქეებს რაშია გამოსავალი. საუბრობთ ფინანსურ სტაბილიზაციაზე, მაგრამ თეორეტიკოსის პოზიციიდან და ჩვენ თეორიები დღეს ვერ გვშველის, თქვენ რომ ფინანსურ სტაბილურობაზე საუბრობთ, ქვეყანა გაქვთ დღეს თავზე დანგრეული", - მიმართა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტია.

„მე ვითხოვ თქვენგან, არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვები და ბრახაბრუხი ციფრების. მოკლედ აგვიხსენით, რაშია გამოსავალი და როგორ დაასტაბილურებთ ლარს მოკლე ხანში, ან ღიად უთხარით საქართველოს მოსახლეობას, რომ 3 ლარამდე აიწევს კურსი და გეყოთ ამის ვაჟკაცობა, ან გადადექით და წადით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics