01:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 11:40:43, 2198 ნახვა

სამართალი კომენტარი
მურუსიძე: ცილისწამებზე და აბსურდულ თემაზე საბჭო შემოწმებას ვერ დაიწყებს

იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილთან და მიშა ჩინჩალაძესთან დაკავშირებით, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ  გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა და ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს.

მურუსიძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცილისწამებაზე და აბსურდულ თემებზე  შემოწმებას ვერ დაიწყებს.

„ის არგუმენტები რაც დასახელდა, რომ ჩინჩალაძე  და ზარდიაშვილი  ახდენდა ზეწოლას სასამართლო სისტემაში არის ცილისწამება და აბსურდული. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ და ცილისწამებაზე და აბსურდულ თემაზე საბჭო შემოწმებას ვერ დაიწყებს. თუ  იქნება რაიმე ფაქტი და მოსამართლეები განაცხადებენ ამას და გარედან იქნება ინფორმაცია და ფაქტი, რომ რაიმე ზეწოლა მოხდა, თუნდაც რომ ყოფილიყო ფაქტი, რომ ზარდიაშვილი და ჩიჩნალაძე შეხვდნენ მოსამართლეებს, მაშინ კიდევ შეიძლება გვეფიქრა. ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან და როგორ ფიქრობთ შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს.  რა შუაშია მათი შეხვედრა იმ  სამ  მოსამართლესთან, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს“,-აღნიშნა მურუსიძემ. 

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიშა ჩინჩალაძე და ვანო  ზარდიაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics