01:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 16:06:22, 1076 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი გახდეს

მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო და მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ოთხი წლის განმავლობაში, ამ გუნდთან ერთად ვუძღვებოდი სამინისტროს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.  ბევრი პროექტია დაწყებული, ზოგიერთი მშენებლობის პროცესშია. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, ამის რესურსი და შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. ეს ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას ეკონომიკურ განვითარებას, რაც ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა”, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, კახი კალაძემ განაცხადა, რომ ყველა მოადგილე, რომელიც 4 წლის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა, შეინარჩუნებს თანამდებობას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics