2016-11-10 14:04:54, 1755 ნახვა
ეკონომიკა რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა ნაკადი 52.5%-ით გაიზარდა
TAV Georgia-ს მფლობელობაში არსებულ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, 2016 წლის სექტემბრის თვეში (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით) მგზავრთა ნაკადი 52.5%-ით გაიზარდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ TAV Georgia-დან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51654 მგზავრს მოემსახურა.
„არსებული მაჩვენებლით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის იმ აეროპორტებს შორის მოხვდა, რომელთა წლიური მგზავრთა ნაკადი 5 მილიონს არ აღემატება. ევროპის 234 აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის პროცენტული მონაცემები, ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ გამოაქვეყნა“, - ნათქვამია TAV Georgia-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან