2016-11-07 10:53:09, 687 ნახვა
რეგიონი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში საირიგაციო მომსახურება აღდგება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-40 გამანაწილებელი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულებაა 1 900 000 ლარი.
„რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არხის 22 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, მომავალი სარწყავი სეზონისათვის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს 580 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან