08:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 15:20:44, 654 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული პირველი მსოფლიო ომის მასალები თურქეთში გამოიფინება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორატთან არსებული სტამბოლის ოსმალური არქივის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში „პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები; გლობალური ომიდან გლობალურ მშვიდობამდე“.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, 19-21 მარტს გაიმართება საერთაშორისო პრეზენტაცია და გამოფენა, სადაც, სხვა ქვეყნების საარქივო მასალასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებული ფოტოებისა და რუკების ასლები. მათ შორის: პირველი მსოფლიო ომის მონაწილეების, თურქეთის ფრონტიდან ნადავლის ევაკუაციის, ბაქოს პოლკის მობილიზაციის, რუსების მიერ დაკავებული თურქული სანგრების, ყარსის სამხედრო ტაძართან რუსული ჯარის ნაწილების, ჰასან-ყალეს ადგილობრივი მცხოვრებლების ამსახველი ფოტოები; ასევე, დასავლეთის (რუსეთის) ომის თეატრის საგანგებო რუკა; ევროპის 1914-15 წლებში მიმდინარე ომის რუკა და სხვა.

ქეთევან ასათიანი 19 მარტს ღონისძიებაზე წარსდგება პრეზენტაციით: „პირველი მსოფლიო ომი საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებში“.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შეხვედრები პოლონეთის, ფინეთის, თურქეთის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების არქივების ხელმძღვანელებთან.

ღონისძიებაში მონაწილეობს არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA) და მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის არქივები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics