19:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 11:04:16, 1069 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნათელაშვილი: 8-ზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს

8-ზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს, არ დაუჯეროთ, ის შეკვეთილია, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კორპუსის ტერიტორიაზე, 48-ე უბანზე დააფიქსირა. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ამომრჩებელს აქტიურობისკენ მოუწოდა და წინასწარ განაცხადა, რომ ეგზიტპოლებს, რომელიც დღის ბოლოს გამოქვეყნდება, არ ენდობა.

„8-ზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს. არ დაუჯეროთ, ის შეკვეთილია და ფული გადახდილია. დაველოდოთ ნამდვილი ოქმების დათვლის შედეგებს. იმისათვის, რომ არჩევნები გამოვიდეს ისტორიული, საჭიროა ხალხის მასობრივი აქტიურობა. ყველანი გამოდით სახლებიდან, უბნებიდან, სამსახურებიდან, დღეს უფრო დიდი საქმე საქართველოს არ გააჩნია", -განაცხადა ნათელაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics