22:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 09:31:27, 1162 ნახვა

კომენტარი Lifestyle
აპატურაი: ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი

ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ  ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.  

აპატურაი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ავტომიბილის აფეთქებას გამოეხმაურა. 

"ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ახლო წარსულში კი ეს იყო კანდიდატის ავტომობილის აფეთქება. საარჩევნო კამპანიის ჩატარება უნდა ხდებოდეს მშვიდ გარემოში, რომელიც გაჯერებულია მაღალი დემოკრატიული პრინციპებით", - წერს აპატურაი.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდა. დაშავებულია 5 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics