2016-09-24 12:42:39, 970 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: საქართველოში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში მოქმედი ხელისუფლების დანაშაული არ იკვეთება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში მოქმედი ხელისუფლების დანაშაული არ იკვეთება.
„ბევრი გაჭირვებულია დღეს საქართველოში. ამაში რა თქმა უნდა, ხელისუფლების დანაშაული არ არის. ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, თუნდაც ასწლეულისაც. ამას კარგი ანალიზი უნდა. მთავრობის ეკონომიკური სტრატეგია სწორია და პატარა გადაცდომები შეიძლება. ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რონელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან