05:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 13:38:43, 313 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

პრეზიდენტის მიერ დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.

სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა. 

იმისათვის, რომ ქვორუმი შემდგარიყო, სხდომაზე 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო. თუმცა ქუთაისის პარლამენტში მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები მივიდნენ. უმრავლესობიდან კი, ერთი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური იყო წარმოდგენილი, რომელსაც სხდომა პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ნაცვლად უნდა წაეყვანა. 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 სათზე უნდა დაწყებულიყო, სადაც ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები უნდა განეხილათ. 

რიგგარეშე სხდომაზე დასწრების სურვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმაც არ გამოთქვეს. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, გუშინ განაცხადეს, მათ პარლამენტს საკუთარი ხედვები უკვე წარუდგინეს. 
ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ საკომიტეტო სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics