04:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:47:17, 291 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაა დანიშნული

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, თუმცა,  ჯერ უცნობია შედგება თუ არა ქვორუმი. 

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ვიცე–სპიკერად პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გარიცხული ჯემარ ფუტკარაძის არჩევის საკითხზე უნდა იმსჯელონ. 

ფუტკარაძემ ვიცე–სპიკერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა თავად წარმოადგინა. 

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის საკითხიც უნდა განიხილონ, თუმცა, აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა. 

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა 9 მარტსაც იყო ჩანიშნული, რომელიც  ქვორუმის არ არსებობის გამო, ჩაიშალა. 

აქვე შეგახსენებთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  სამდივნომ პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი განიხლა.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით,  პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა -პარტიიდან გარიცხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics