04:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:44:58, 345 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: დავით უსუფაშვილი პარლამენტის სხდომების ბოიკოტითაა დაკავებული

"დავით უსუფაშვილი  იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში პარლამენტარიზმის გაძლიერებას სცდილობდეს, პარლამენტის სხდომების  ბოიკოტითაა დაკავებული",-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების და მათ შორის პარლამეტის თავმჯდომარის არ მისვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

წიკლაურის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტარიზმის  გაძლიერებას არ სცდილობს.

"ეს სხდომა პრეზიდენტის მიერ მოწვეულია და ეხება ქვეყანაში  ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს, რაც არის ეკონომიკური ვითარება, სავალუტო კრიზისი და ამ ვითარებიდან გამოსავალი. უმრავლესობა თავის პირდაპირ ფუნქციას არ ასრულებს. მთელ ამ ვითარებაში გასაოცარია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც იმის მაგივრად, რომ პარლამენტარიზმის  გაძლიერებას სცდილობდეს, პარლამენტის  სხდომების  ბოიკოტით არის დაკავებული, ამ თვალსაზრისით, უსუფაშვილი უნიკალური მოვლენაა," - განაცხადა  ნუგზარ წიკლაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics