01:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 11:38:57, 345 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: თემა, რომ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით პრაღაში კულუარულად ხდება გარიგება, უსაფუძვლოა

ე.წ. აფხაზეთის  რკინიგზის  მონაკვეთთან დაკავშირებით პრაღში, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადების თაობაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე მტკიცებით, უსაფუძვლოა საუბარი, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის  თემასთან დაკავშირებით პრაღაში კულუარულად რაიმე გარიგება ხდება.

"ჯერ ზოგადად კლომენტარს არ გავაკეთებ.ჩამოვყალიბდებით, გავეცნობით, სასწრაფო იქ არაფერი არ არის, ჩამოვყალიბდებით და შემდგომ გამოჩნდება ჩვენი პოზიცია როგორია იმ  თემებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინდელ თავის კომენტარებში ახსენა. ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამ ჩვენი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში პრაღაში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით. ზოგადად, პრაღაში ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ და  არც რაიმე ვალდებულებებს ვიღებთ.ასე რომ, ის თემა, რომ იქ რაღაც კულუარულად ხდება გარიგება აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ჩვენ დეტალურ ონფორმაციას ვაწვდით ყველა ორგანიზაციას, უწყბას, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეხება აქვს რუსეთის თემასთან. ამ ჩვენს დიალოგს ესწრება და მონაწილობას იღებს ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენელი. ასე რომ, ყველა საქმის კურსშია დეტალურად რაზე ვსაუბრობთ იქ. რკინიგზის თემაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმიმდინარეობს",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რკინიგზის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების შედეგად უნდა მიიღონ. მისივე განმარტებით,  რუსეთი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის ხაზის აღდგენის შესახებ კონსულტაციებისთვის მზადაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics