17:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 12:43:58, 480 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან შესახვედრად არ მივიდნენ

პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა გადაიდო.

უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან შესახვედრად არ მივიდნენ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე  პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა  და მისი თხოვნით დღევანდელი შეხვედრა რამდენიმე ხნით გადაიდო.

თინათინ მჟავანაძისთვის უცნობია, რას უკავშირდება შეხვედრის გადადება.

"ცოტან ხნის წინ უმრავლესობის ლიდერი დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ,რომლის თხოვნითაც აღნიშნული  შეხვედრა გადაიდო და ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ეს  შეხვედრა კვლავ დაინიშნება. მიზეზს ვერ მოგახსენებთ ჩემთვის უცნობია, მაგრამ დავით საგანელიძის თხოვნით აღნიშნული შეხვედრა გადაიდო რამდენიმე ხნით",-განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე-უკავშირდება თუ არა შეხვედრის გადადება პარლამენტის  რიგგარეშე სხდომის დანიშნვას, მჟავანაძემ აღნიშნა, რომ  უმჯობესია,  ამ კითხვით თავად უმრავლესობის წევრებს მივმართოთ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთის თემაზე სასაუბროდ მიიწვია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics