19:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 16:47:44, 1006 ნახვა

სამხედრო
ბატალიონის „ალფა“ ასეულმა არაშენდას დასახლებაში ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ემზადება. 

ბატალიონის „ალფა“ ასეულმა დაბა კრწანისის ტერიტორიაზე, არაშენდას დასახლებაში ტაქტიკური სწავლება - კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.  

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მოადგილეებთან - გოჩა რატიანთან და ლევან ღირსიაშვილთან ერთად დაესწრო.

უწყების ცნობით, სწავლებაზე იმყოფებოდნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები. ქვეითი ბატალიონების მომზადებისა და გადამზადების ცენტრის უფროსის მოადგილემ, მაიორმა ნოე ზარნაძემ მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics