14:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 19:08:50, 316 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის  სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა.

სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ.

სამთავრობო დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა  ქონების რეგისტრაციის სისტემის ქართულ მოდელის და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების და ელექტრონულ სერვისების, დამისამართების და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები იუსტიციის სახლის კონცეფციასაც გაეცნენ.

„უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს სააგენტოში დანერგილი სიახლეები და ზოგადად, ჩვენი საქმიანობა  გავაცანით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

 უკრიანის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 8 მარტს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics