|
2016-07-23 12:00:34, 1507 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 87 ადამიანი გარდაიცვალა
ჩინეთში, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 87 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 16 მილიონი ადამიანი სახლებიდან ევაკუირებულია. როგორც Reuters წერს, სტიქიის შედეგად ჰებეის პროვინციაში 72 ადამიანი გარდაიცვალა, 78 კი დაკარგულად ითვლება. 50 000-მდე სახლი დაინგრა და 8 მილიონ 600 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ჩინეთის პროვინცია ჰენანში, 15 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე 18 ათასი სახლი დაინგრა და 7 მილიონ 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, 1.5 მილიონი ჰექტარის მიწის ფართობი დაზიანდა, რამაც 3 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა ქვეყანას. შეგახსენებთ, რომ ჩინეტში წელს მსგავსი სტიქიის შედეგად 200 ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)